Thursday, July 19, 2018

მეცხრე დღის რეფლექსია

დღეს ჩვენი ტრენინგის ბოლო, შემაჯამებელი დღეა .  წინა დღეებისაგან განსხვავებით, დღევანდელი დღე შემაჯამებელიც იყო. მოვისმინეთ ყველა კოლეგის  პორტფოლიოს პრეზენტაციები,  ასევე მივიღეთ უკუკავშირი ერთმანეთისაგან. მინდა აღვნიშნო, რომ უკუკავშირი იყო მეტად საინტერესო, რადგან ბევრ ნიუანსში ის ჩემთვის  ნაყოფიერი აღმოჩნდა. უკეთ გავიცანი ჩემი კოლეგები და გულიც მწყდება , რომ ასეთი საინტერესო, ხალისიანი და ინფორმაციულად დატვირთული ტრენინგი მთავრდება....

Wednesday, July 18, 2018

მერვე დღის რეფლექსია

დღევანდელი დღეც ძალიან საინტერესო აღმოჩნდა... დავასრულეთ პროექტის გეგმა, გადავხედეთ ჩვენს ნამუშევრებს, გავაკეთეთ შეფასების რუბრიკები და ყველა დოკუმენტაცია ავტვირთეთ ბლოგზე...
მეშვიდე დღის რეფლექსია
 
გამომრჩა, დამეწერა მეშვიდე დღის რეფლექსია , რადგან ძალიან დაღლილი ვიყავი და თან ვჩქარობდი....

Wednesday, July 11, 2018

მეოთხე - მეხუთე დღის რესლექსია


მეოთხე დღის რელექსია: 

დღევანდელი დღე იყო მაქსიმალურად დატვირთული, თუმცა ნაყოფიერი. დღევანდელ ტრენინგზე ვისწავლეთ: ბლოგებში გვერდების ჩამატება, google drive -ში მუშაობა, რომელსაც შემდეგ გამოვიყენებ სკოლაში მოსწავლეებთან მუშაობისას.



მეხუთე დღის რეფლექსია:

დღევანდელი  დღეც  ისევე ნაყოფიერი აღმოჩნდა , როგორც წინა დღეები.   გავეცანით  სასწავლო პროექტის მიზნებსა და  მიმართულების მიმცემ     საკვანძო კითხვებს  , დავწერეთ ისინი ბლოგებზე და შემდეგ გამოვაქვეყნეთ.  გავეცანით ერთმანეთის    ნამუშევრებს   და მივეცით  რჩევები კომენტარების   საშუალებით.

მიმართულების მიმცემი საკვანძო კითხვები

ზოგადი კითხვა : რა თვისებები გამოარჩევს  ეროვნულ გმირებს?


თემატური კითხვები:

1.რა გავლენას ახდენენ ეროვნული გმირები  საქართველოს   ცხოვრებაზე

2.ახდენენ თუ არა გავლენას  ეროვნული გმირები   თანამედროვე    საზოგადოებაზე


შინაარსობრივი     კითხვები:


1.ვინ იყო  ექვთიმე თაყაიშვილი

2.სად და  რატომ წავიდა ის ემგრაციაში

3.რატომ არის ის ეროვნული გმირი

ეროვნული  გმირები  და  თანამედროვრობა

პროექტის მოკლე მიმოხილვა:  თქვენი აზრით, რას ნიშნავს იყო ეროვნული გმირი? გმირობა ხომ დიდი სულის ადამიანებს შეუძლიათ  მხოლოდ. ჩვენი სამშობლო მუდა მ ამაყობდა და ამაყობს გმირების სიმრავლით.... ჩვენი პროექტის იდეაა გავიცნოთ და საზოგადოებას უკეთესად წარმოვუჩინოთ კედევ ერთი ძალიან საინტერესო პიროვნება - ექვთიმე თაყაიშვილი, რომელსაც ეროვნული გმირის წოდება მიენიჭა.


პროექტის მიზნები: მოსწავლეებმა უნდა შეძლონ: გააანალიზონ , თუ რა მახასიათებლები შეიძლება ქონდეს ეროვნულ გმირს

რა განსხვავება შეიძლება იყოს წარსულ და თანამედროვე გმირებს შორის

შეძლონ ინფორმაციის მოძიება ინტერნეტ სივრცეში და შემდეგ მისი დახარისხება , ასევე მოიძიონ ბეჭდური ინფორმაცია

შეძლონ პატარა დოკუმენტური ფილმის შექმნა ექვთიმე თაყაიშვილის შესახებ და მოახდინონ მისი პრეზენტაცია საზოგადოების წინაშე.


Tuesday, July 10, 2018

კავშირი ესგ -თან

  




მიმართულება: სახელმწიფო მმართველობა და პოლიტიკა

ისტ.IX.3. მოსწავლეს შეუძლია დახასიათოს ქართული სახელმწიფო მმართველობითსტრუქტურები.

შედეგი თვალსაჩინოა, თუ მოსწავლე:
  • მსჯელობს სხვადასხვა ეპოქის ქართული სამეფოების სახელმწიფო მოწყობის შესახებ. გამოავლენს მათ შორის მსგავსებებსა და განსხვავებებს;
  • ახასიათებს და ადარებს სხვადასხვა პერიოდში საქართველოში სახელმწიფოს მმართველობით სტრუქტურებში განხორციელებულ რეფორმებს;
  • ახასიათებს და ადარებს შუა საუკუნეებისა და თანამედროვე საქართველოს სახელმწიფო მმართველობის ფორმებსა და  სტრუქტურებს, მსჯელობს მათი ფუნქციების შესახებ;
  • ადარებს საქართველოსა და სხვა ქვეყნების მმართველობით სტრუქტურებს წარსულში და თანამედროვე ეპოქაში. 



ისტ.IX.5. მოსწავლეს შეუძლია  აანალიზს საგარეო და საშინაო ფაქტორების გავლენა ქართული სახელმწიფოს წარმოშობასა და განვითარებაზე.

შედეგი თვალსაჩინოა, თუ მოსწავლე:

  • მსჯელობს კონკრეტულ საგარეო
    პოლიტიკურ ცვლილებებზე, რომლებმაც გავლენ მოახდინა ქართულ სახელმწიფოებრივობაზე;

  • აანალიზებს და ადარებს საგარეო ფაქტორების გავლენას ქვეყნის შიდა კონფლიქტებზე;








21-ე საუკუნის სააზროვნო უნარები:  კრიტიკული აზროვნება და პრობლემების გადაჭრა
     საღი მსჯელობა და აღქმა;

     რთული არჩევანის გაკეთება და გადაწყვეტილებების მიღება;

     სხვადასხვა სისტემას შორის ურთიერთდამოკიდებულების გააზრება;

     მიზნობრივი კითხვების ფორმულირება და დასმა სხვადასხვა მოსაზრების გასაცნობად და უკეთესი გადაწყვეტილებების მისაღებად;

     ინფორმაციის კლასიფიკაცია, ანალიზი და სინთეზირება პრობლემების გადასაჭრელად და კითხვებზე პასუხების გასაცემად.

proeqtis idea