Tuesday, July 10, 2018

კავშირი ესგ -თან

  




მიმართულება: სახელმწიფო მმართველობა და პოლიტიკა

ისტ.IX.3. მოსწავლეს შეუძლია დაახასიათოს ქართული სახელმწიფო მმართველობითი სტრუქტურები.

შედეგი თვალსაჩინოა, თუ მოსწავლე:
  • მსჯელობს სხვადასხვა ეპოქის ქართული სამეფოების სახელმწიფო მოწყობის შესახებ. გამოავლენს მათ შორის მსგავსებებსა და განსხვავებებს;
  • ახასიათებს და ადარებს სხვადასხვა პერიოდში საქართველოში სახელმწიფოს მმართველობით სტრუქტურებში განხორციელებულ რეფორმებს;
  • ახასიათებს და ადარებს შუა საუკუნეებისა და თანამედროვე საქართველოს სახელმწიფო მმართველობის ფორმებსა და  სტრუქტურებს, მსჯელობს მათი ფუნქციების შესახებ;
  • ადარებს საქართველოსა და სხვა ქვეყნების მმართველობით სტრუქტურებს წარსულში და თანამედროვე ეპოქაში. 



ისტ.IX.5. მოსწავლეს შეუძლია  გაანალიზოს საგარეო და საშინაო ფაქტორების გავლენა ქართული სახელმწიფოს წარმოშობასა და განვითარებაზე.

შედეგი თვალსაჩინოა, თუ მოსწავლე:

  • მსჯელობს კონკრეტულ საგარეო
    პოლიტიკურ ცვლილებებზე, რომლებმაც გავლენა მოახდინა ქართულ სახელმწიფოებრივობაზე;

  • აანალიზებს და ადარებს საგარეო ფაქტორების გავლენას ქვეყნის შიდა კონფლიქტებზე;








21-ე საუკუნის სააზროვნო უნარები:  კრიტიკული აზროვნება და პრობლემების გადაჭრა
●     საღი მსჯელობა და აღქმა;

●     რთული არჩევანის გაკეთება და გადაწყვეტილებების მიღება;

●     სხვადასხვა სისტემას შორის ურთიერთდამოკიდებულების გააზრება;

●     მიზნობრივი კითხვების ფორმულირება და დასმა სხვადასხვა მოსაზრების გასაცნობად და უკეთესი გადაწყვეტილებების მისაღებად;

●     ინფორმაციის კლასიფიკაცია, ანალიზი და სინთეზირება პრობლემების გადასაჭრელად და კითხვებზე პასუხების გასაცემად.

No comments:

Post a Comment